ქართული თეატრი და კინო ყოველთვის მაღალ საფეხურზე იდგა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთოშორისო მაყურებლისა და კრიტიკის წარმომადგენლებისათვის. ყოველივე ამას ხელს უწყობდა ის ფაქტი, რომ ცნობილი რეჟისორების გვერდით მოღვაწეობდნენ ქართული სამსახიობო სკოლის ღირსეული წარმომადგენლები. ქართულმა კინომ გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო კინომატოგრაფიაში; ასევე, განიცადა კრიზისის პერიოდი, რომელიც გამოწვეული იყო ქვეყანაში მიმდინარე გარდამავალი პროცესებით.
ამჟამად ქართული კინომატოგრაფია ახალ ეტაპზეა (როგორც აზრობრივად, ისე ტექნიკური ხერხების მხრივ). იქმნება და შენდება სტუდიები, რომლებშიც კინოს გადაღებისთვის ყველა პირობა იარსებებს.
ამ პროცესმა განაპირობა მოთხოვნილება შექმნილიყო სააგენტო, რომელიც თავის თავზე აიღებდა ქართველი მსახიობების საინფორმაციო ბაზის შექმნას და მათ პოპულარიზაციას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
სწორედ ამიტომ, პირველად საქართველოში, 2005 წ. 23 ნოემბერს ქ. თბილისში დაფუძნდა სააგენტო ”ჯე-არტი”. სააგენტოს მიზანია მსახიობების დასაქმება, მათი თვითრეალიზაციისთვის მაქსიმალური პირობების შექმნა, რათა ცივილური და გამართული ურთიერთობის საფუძველზე შეიქმნას პერსპექტიული და ძლიერი კინომატოგრაფი, რომელიც ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე ითანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყნის კინოსტუდიებთან.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სააგენტოს მომსახურება გაუადვილებს ხელოვან ადამიანებს თავისი ნიჭის გამოვლენას და მისცემს მაქსიმალური თვითრეალიზაციის საშუალებას.
„ ჯე-არტ ქასთინგი“ სთავაზობს დამკვეთს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, სტუდიებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შემდეგ სერვისებს:
  • ქასთინგის ორგანიზება;
  • კონკრეტული როლისთვის მსახიობის შერჩევა;
  • მსახიობის ფოტომასალის და მისი შემოქმედებითი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • კონკრეტულ მსახიობთან შემოქმედებითი და საქმიანი ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა.
შემდგომი დეტალები განთავსებულია „სერვისებში“.
იმედი გვაქვს, „ჯე-არტ ქასთინგ“-ის და „სააგენტოს“ მომსახურეობა ხელს შეუწყობს შემოქმედ პროფესიონალებს თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლინებაში.